სვანეთი

გეოგრაფიული მდებარეობა



      

    სვანეთი რეგიონალურად გაერთიანებულია სამეგრელოსთან და უჭირავს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, საერთო ფართობია 7441 კმ2, ხოლო მოსახლეობა 466 ათასი ადამიანი.კერძოდ სვანეთი მდებარეობს ენგურისა და ცხენისწყლის ხეობებში. ადრეულ საუკუნეებში იგი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო. სვანეთის ქედი სვანეთს ორ ნაწილად - ზემო და ქვემო სვანეთად ჰყოფს. ზემო სვანეთი ენგურის ხეობაში მდებარეობს და მისი სოფლები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული.     



ჰავა/კლიმატი




ზემო სვანეთში ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლემდე ნოტიო ჰავაა, ზამთარი ცივია და გრძელი, ხოლო ზაფხული ხანმოკლე, თბილი და ზოგჯერ ცხელიც. საშუალო წლიური ტემპერატურა 5,7ჩ, იანვარში -6,4ჩ, ივლისში 16,4ჩ. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი -25ჩ, აბსოლუტური მაქსიმუმი +35ჩ. წელიწადში 1035 მმ ნალექი აღინიშნება. ზემო სვანეთის ყველაზე მაღალ ადგილებში, ნამდვილ ზაფხულს მოკლებული ნოტიო და ნივალური ჰავაა.


No comments:

Post a Comment