სვანეთი

მცენარეული და ცხოველური საფარი

           


      სვანეთი ზონალურად 800-900 მეტრიდან 5000მეტრამდე ვრცელდება. აქ ჩამოყა-ლიბებულია ჰავის რამოდენიმე ტიპი: ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო,ცივი ზამთრითა და გრილი ზაფხულით, და მაღალმთის ნოტიო, მუდმივი თოვლისა და მყინ-ვარული საფარის. მესტიისა და ლებარდეს მეტეოსადგურების მონაცემებით, იანვარში ტემპერატურა -6-4 , ხოლო ივლისში 14-15 გრადუსია ცელსიუსით. რაც შეეხება ნალექებს საშუალო წლიურია 1500-2000მმ.
     საქართველოში გავრცელებული 11 ლანდშაფტიდან სვანეთში ვხვდებით შემდეგს: კოლხეთის მთის ტყის, კავკასიის საშუალო მუქწიწვოვანი ტყის,მაღალი მთის სუბალპური და ალპური და ბოლოს ნივალურ-გლაციალური.  აგროკლიმატური დარაიონების მიხედვით, სვანეთში ვრცელდება ზომიერად თბილი და და გრილი სარტყელი. ამიტომაც აქ ძირითადად მოჰყავთ საადრეო ვაზი, მარცვლოვანები, პარკოსნები, ხილ-კენკროვანები, კარტოფილი და კომბოსტო.დიდ ფართობზეა გაშლილი საძოვრები. წიწვოვანი ტყეები 800-900 მეტრიდან გვხვდება, ხოლო სუბ-ალპური სარტყელი 3200მეტრამდე ვრცელდება. აქ ძიირითადად გვხვდება ფართოფოთლოვანი ტყეები, რომელთა შემადგენლობაშია : ქართული მუხა, კავკასიური რცხილა, ცაცხვი, მთის ნეკერჩხალი ეს ენდემური სახეობებია.
              
                 

 ცხოველებიდან კი აღსანიშნავია :
·         ძუძუმწოვრები: ჯიხვი, ნიამორი, არჩვი, პრომეთეს მემინდვრია, კავკასიური ბიგა, შველი, გარეული ღორი, ფოცხვერი, მგელი, მურა დათვი, ციყვი, მაჩვი, წავი, კვერნა, დედოფალა ა.შ

                     

·         ფრინველები:  შურთხი, როჭო, მთის ტოროლა, სტვენია, მთის არწივი, ორბი, ბატკანძერა, როჭო, ხოხობი, მიმინო და ა. შ.



  ·         ქვეწარმავლები და თევზები: ჯოჯო, გველხოკერა, ანკარა. კალმახი, ლოქო, შამაია.
  




  ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი სვანეთის ფლორისა და ფაუნის. ის რეალობაში გაცილებით მრავალფეროვანი და საინტერესოა. 









    




No comments:

Post a Comment