სვანეთი

Saturday, January 19, 2013

ფოლკლორი




სვანეთის ისტორიისა და კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მუსიკალური ფოლკლორი.სვანეთის მკაცრი ბუნებისა და ყოფის შესაბამისად მუსიკალური ფოლკლორიც მკაცრი და ომახიანია.ისინი ძირითდად სამხმიანია, გამოირჩევა რიტმული სიმკვეთრით,სვანურ სიმგერებში შჭარბობს საზეიმო განწყობა,ახასიათებს ჰიმნური სიმღერები.ისინი ძირითადა ეძღვნება ლაშქრობებს,ომებს, ომის გმირებს, რელიგიურ თარიღებს, სახელოვან მეფეებს,ნადირობის ქალღმერთ დალის და სხვააა. ბევრი სიმღერა ქრისტეშობამდეა შექმნილი და წარმართულ ელემენტებსაც შეიცავს მაგ: ლილე ეძღვნება მზის ღვთაებას. სვანეთში დღესასწაულები ყოველთვის სიმღერის თანხლებით აღინიშნება 






ჭუნირი
ჭუნირი უძველესი ქართული ხემიანი საკრავია, იგი მხოლოდ მთის მცხოვრებლებმა შემოინახეს პირვანდელი სახით. სვანეთში ეს საკრავი დღესაც ეროვნულ საკრავად ითვლება და სვანებს უნდა ვუმადლოდეთ მის გადარჩენას. ჭუნირი სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულ სახელს ატარებს: სვანეთში (ჭუნირი), რაჭაში (ჭიანური), ხევსურეთსა და თუშეთში (ჭიანური). ამ საუკუნის დასაწყისში ის ცნობილი იყო გურიაშიც ჭიანურის სახელწოდებით. ამ საკრავზე ადრე ქალებიც უკრავდნენ ანსამბლში ჩანგთან ერთად. ჭუნირზე უკრავენ ქალებიც და მამაკაცებიც (სვანეთი, თუშეთი). ხემიანი საკრავი სააკომპანემენტო საკრავია. ხშირად მას უკრავენ სალამურთან ერთად. მისი თანხლებით ასრულებენ ერთხმიან სიმღერებს - საგმირო ლექსებს, მათზე სრულდება აგრეთვე საცეკვაო მელოდიები. ჭუნირი და ჩანგი ანსამბლად ერთიანდებიან სამხმიანი სიმღერების შესრულების დროს. მეორე ხმა სრულდება სოლოდ, ხოლო ბანისა და პირველი ხმის პარტია გადატანილია ჭუნირზე, რომელიც აკომპანემენტის როლს ასრულებს. ორი ან მეტი ჭუნირის ერთროულად გამოყენება ხალხურ ყოფაში არ დასტურდება. თუშურ ჭიანურზე ძირითადად საცეკვაო მელოდიები სრულდება, რომლებშიც საკმაოდ ბევრია მელიზნები, განსაკუთრებით სხვა კუთხეების მელოდიებისაგან. 

ჭუნირის ძირითადი ნაწილებია: კორპუსი, ტარი და დამხმარე ნაწილები. ბგერათწარმოება ხემით ხდება. სვანური ჭუნირის კორპუსი(1) საცრისებურია. მასზე გადაკრულია ტყავი(2), რომელიც თასმებითაა მიმაგრებული. კორპუსი ქვემოდან ღიაა. ტარი(3) მთლიანი და ბრტყელია. თავზე გაკეთებული აქვს სამი ნახვრეტი სიმების დამჭერი მოქლონებისთვის. დამხმარე ნაწილებია მოქლონები(4), ჯორა(5) და ფეხი(6). ტარის ბოლოზე მიმაგრებულია ძუის სიმები. ხემი(7) მშვილდისებურია. მასზე გაკეთებულია ჭდეები ძუის ჩამოსაცმელად. რაჭული ჭიანურის კორპუსი ნავისებურია, გამოთლილია მთლიანი ხისგან და ამოღრუებულია. მასზე გაკეთებულია 2 ნახვრეტი, რომელთა დიამეტრია 5-6მმ. კორპუსს გადაკრული აქვს ტყავი, რომელიც მიმაგრებულია საკრავის უკანა ნაწილზე გაყრილი კანაფით. ტარი მთლიანია. თავი მომრგვალებულია. მასზე გაკეთებულია ორი (ან სამი) ნახვრეტი მოქლონებისათვის. ყელი ბოლოსკენ განიერდება. ხევსურულ და თუშურ ჭიანურებს მრგვალი კორპუსი აქვთ. ჭიანურზე უკრავენ მჯდომარე მდგომარეობაში. საკრავი უჭირავთ ვერტიკალურად, კორპუსი მოთავსებულია მუხლებს შორის (დაყრდნობილია მუხლებზე), სახელური მიყრდნობილია მარცხენა მხარეზე. ბგერათწარმოება ხდება ხემის მეშვეობით, რომელიც შემსრულებელს მარჯვენა ხელში უჭირავს. მარცხენა ხელის თითები სიმებს ეხებიან და ბგერის სიმაღლეს ცვლიან. სიმებს თითების «ბალიშებით» ეხებიან და თითს ტარამდე არ აჭერენ, რის გამოც ჭიანურის ბგერები ფლაჟოლეტურია. ხემს ერთდროულად ყველა სიმზე უსვამენ, ამიტომ ამ საკრავზე მხოლოდ სამხმიანი თანაბგერადობები არსებობს. სვანური ჭუნირის კორპუსის დამზადებისას იყენებენ წიწვიან ჯიშებს_ნაძვს, სოჭსა და ფიჭვს. ტარს ძირითადად არყისა და მუხისგან ამზადებენ. სიმებად ცხენის ძუას ხმარობენ. რაჭაში ჭიანურის კორპუსისთვის იყენებენ წიწვიან ხის ჯიშებს_ ფიჭვს ან სოჭს. სიმებად აქაც ძუაა გამოყენებული. რაჭული ჭიანური ორსიმიანია. მისი წყობაა დიდი ტერცია. სამსიმიანი სვანური ჭუნირის წყობა სეკუნდურ-ტერციულია. ასეთივე წყობა აქვს თუშურ ჭიანურს. ჭიანურს ინახავენ ცეცხლთან ახლოს, ხოლო დაკვრის წინ ცეცხლზე ან მზეზე ათბობენ ხოლმე, განსაკუთრებით ავდრიან დღეს (ეს ფაქტი დასტურდება ყველა კუთხეში, სადაც გავრცელებულია ხემიანი საკრავი). ტყავზე მოქმედებს ქარი და სინესტე და უკეთესი ხმების მისაღებად ათბობენ მას. სვანეთსა და რაჭაში ჭუნირის ჟღერადობის მიხედვით ამინდის წინასწარმეტყველებაც სცოდნიათ. როცა უამინდობაა მოსალოდნელი, ჭუნირი ძალიან ჩუმად და არასუფთად ჟღერს. ჭუნირს ცხენის ძუის სამი სიმი აქვს გაბმული, რომელთაგანაც კიდური, ე.ი. პირველი და მესამე, მომართულია კვარტით, ხოლო შუა სამი პირველთან ტერციას წარმოქმნის. ჭუნირს უკრავენ შვილდაკის საშუალებით, რომელსაც აგრეთვე ცხენის ძუა აქვს გაბმული. ცხენის ძუის გამოყენება ანიჭებს საკრავს მეტად ნაზსა და სასიამოვნო ტემბრის ხმოვანებას. შემთხვევით არ არის, რომ ჭუნირი მელოდიის შემსრულებელი საკრავია, ხშირსდ ჩანგთან ერთად გამოიყენება და მის თანხლებას ემყარება. საყურადღებო დამოწმებული ფაქტია - ჭუნირზე დაკვრა მიცვალებულთან დასაფლავების წინა ღამით. ერთ-ერთი ნათესავი მიცვალებულისა (კაცი) დაჯდება და წყნარი ხმით ჭუნირზე დაამღერებს. იგი იგონებს მიცვალებულს და ამ გვარის სხვა მიცვალებულებს. ჭიანურს სევდიან სიმღერებთან აკავშირებენ. მაგრამ მას იყენებენ დღეობებში, ქორწილში. საერთოდ ის მწუხარების საკრავად აქვთ წარმოდგენილი. სვანეთში არის გამოთქმა - «ჭიანური ჭირის არისო».


http://qvishareli.blogspot.com/2011/07/blog-post_10.html

No comments:

Post a Comment