სვანეთი

ფოლკლორი



     სვანეთის ისტორიისა და კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მუსიკალური ფოლკლორი.სვანეთის მკაცრი ბუნებისა და ყოფის შესაბამისად მუსიკალური ფოლკლორიც მკაცრი და ომახიანია.ისინი ძირითდად სამხმიანია, გამოირჩევა რიტმული სიმკვეთრით,სვანურ სიმგერებში შჭარბობს საზეიმო განწყობა,ახასიათებს ჰიმნური სიმღერები.ისინი ძირითადა ეძღვნება ლაშქრობებს,ომებს, ომის გმირებს, რელიგიურ თარიღებს, სახელოვან მეფეებს,ნადირობის ქალღმერთ დალის და სხვააა. ბევრი სიმღერა ქრისტეშობამდეა შექმნილი და წარმართულ ელემენტებსაც შეიცავს მაგ: ლილე ეძღვნება მზის ღვთაებას. სვანეთში დღესასწაულები ყოველთვის სიმღერის თანხლებით აღინიშნება 






ჭუნირი


   ჭუნირი უძველესი ქართული ხემიანი საკრავია, იგი მხოლოდ მთის მცხოვრებ-ლებმა შემოინახეს პირვანდელი სახით. სვანეთში ეს საკრავი დღესაც ეროვნულ საკრავად ითვლება და სვანებს უნდა ვუმადლოდეთ მის გადარჩენას. ჭუნირი სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულ სა-ხელს ატარებს: სვანეთში (ჭუნირი), რა-ჭაში (ჭიანური), ხევსურეთსა და თუშე-თში (ჭიანური). ამ საუკუნის დასაწყისში ის ცნობილი იყო გურიაშიც ჭიანურის სა-ხელწოდებით. ამ საკრავზე ადრე ქალე-ბიც უკრავდნენ ანსამბლში ჩანგთან ერ-თად. ჭუნირზე უკრავენ ქალებიც და მამაკაცებიც (სვანეთი, თუშეთი). ხემიანი საკრავი სააკომპანემენტო საკრავია. ხშირად მას უკრავენ სალამურთან ერთად. მისი თანხლებით ასრულებენ ერთხმიან სიმღერებს - საგმირო ლექსებს, მათზე სრულდება აგრეთვე საცეკვაო მელოდიები.
     სამსიმიანი სვანური ჭუნირის წყობა სეკუნდურ-ტერციულია. ასეთივე წყობა აქვს თუ-შურ ჭიანურს. ჭიანურს ინახავენ ცეცხლთან ახლოს, ხოლო დაკვრის წინ ცეცხლზე ან მზე-ზე ათბობენ ხოლმე, განსაკუთრებით ავდრიან დღეს. ტყავზე მოქმედებს ქარი და სინეს-ტე და უკეთესი ხმების მისაღებად ათბობენ მას. სვანეთსა და რაჭაში ჭუნირის ჟღერადო-ბის მიხედვით ამინდის წინასწარმეტყველებაც სცოდნიათ. როცა უამინდობა მოსალოდ-ნელი, ჭუნირი ძალიან ჩუმად  ჟღერს. ჭუნირს ცხენის ძუის სამი სიმი აქვს გაბმული, რო-მელთაგანაც კიდური, ე.ი. პირველი და მესამე, მომართულია კვარტით, ხოლო შუა სამი პირველთან ტერციას წარმოქმნის. ჭუნირს უკრავენ შვილდაკის საშუალებით, რომელსაც აგრეთვე ცხენის ძუა აქვს გაბმული. ცხენის ძუის გამოყენება ანიჭებს საკრავს მეტად ნაზ-სა და სასიამოვნო ტემბრის ხმოვანებას. შემთხვევით არ არის, რომ ჭუ-ნირი მელოდიის შემსრულებელი საკრავია, ხშირსდ ჩანგთან ერთად გამოიყენება და მის თანხლებას ემყა-რება. საყურადღებო დამოწმებული ფაქტია - ჭუნირზე დაკვრა მიცვალე-ბულთან დასა-ფლავების წინა ღამით. ერთ-ერთი ნათესავი მიცვალებულისა (კაცი) დაჯ-დება და წყნა-რი ხმით ჭუნირზე დაამღერებს. იგი იგონებს მიცვალებულს და ამ გვარის სხვა მიცვალე-ბულებს. ჭიანურს სევდიან სიმღე-რებთან აკავშირებენ. მაგრამ მას იყენებენ დღეობებში, ქორწილში. საერთოდ ის მწუხარების საკრავად აქვთ წარმოდგენილი. სვანე-თში არის გამოთქმა - «ჭიანური ჭირის არისო».






No comments:

Post a Comment