სვანეთი

Saturday, January 19, 2013

დროშა და ქუდი



    ლემი თავისუფალი სვანეთის დროშას ეწოდება (სვანური სიტყვაა და ქართულად „ლომს" ნიშნავს), ლემი სვანეთის უძლეველობის განსახიერებაა. დროშა მედროშე-მელომეს განკარგულებაში იყო და ყველა ბრძოლაში წინ მიუძღოდა მებრძოლებს.

     ზოომორფული დროშა, რომელიც დაცულია სვანეთში სეტის წმინდა გიორგის ეკლესიაში (მესტიის რაიონი). გამოჰქონდათ ზაფხულის დღესასწაულზე, ხილიშზე. „ლემი“ ხისტარიანი იყო. ტარს ჩამოცმული ჰქონდა ვერცხლის შუბისებრი თავი, რომელზეც წმინდანთა გამოსახულებები და ასომთავრული წარწერა იყო ორივე მხარეზე. კერავდნენ აბრეშუმის ქსოვილისაგან, უკეთებდნენ ვერცხლის ყბებს, კბილებსა და ენას. თავზე აკერებდნენ ყურებს, თვალები და ცხვირი გამოჰყავდათ ვერცხლისფერი სირმით. დროშას, კუდის ჩათვლით 2,4 მსიგრძე ჰქონდა. სწრაფი მოძრაობისას ჰაერით ივსებოდა და ცხოველის ფორმას იღებდა.
    ხალხური გადმოცემა პირველი „ლემის“ დამზადებას ქალღვთაება ლამარიას მიაწერს, ზოგი კი თამარ მეფეს. „ლემი“ სეტის წმინდა გიორგის ყველაზე ძლიერ რელიკვიად ითვლებოდა. მას განაგებდა და იცავდა პრივილეგირებული გვარიდან არჩეული მელომე, რომელიც ლემით ხელში წინ უძღოდა ლაშქარს ომიანობისას. დღეობის ბოლოს იმართებოდა დოღი, სადაც მელომეც იღებდა მონაწილეობას. მისი გამარჯვება საქმეში გამარჯვებასა და ხვავრიელ წელიწადს ნიშნავდა.
   ლემი არქაული წარმომადგენების საფუძველზეა აღმოცენებული. იგი უნდა უკავშირდებოდეს სვანეთში დამოწმებულ ტოტემური მგლის რწმენებს, შესაძლოა წმ. გიორგის ზოომორფული გამოვლინებაც იყოს. ანალოგიური დროშები გავრცელებული იყო სკვითებს, სარმატებსა და პართელებს შორის, საიდანაც გადაიღეს რომაელებმა და სასანურმა ირანმა. აქედან კი — ბიზანტიელებმა და შუასაუკუნეების ევროპელებმა.

http://mshwan1.livejournal.com/20828.html


სვანი კაცის ჩაცმულობის ერთ–ერთი ყველაზე და დამახასიათებელი ატრიბუტი სვანური ქუდია. სვანური ქუდი ჩვეულებრიც ნაცრისფერია და შავი ხაზები აქვს, ხაზებს ქუდზე ჯვრის ფორმა აქვთ და სვანური მისალმებას გამოხატავენ – „დაე ჯვარი გფარვიდეთ“  



http://www.grandhotelushba.com/GE/menu/412/%E1%83%A1%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98

საცხოვრებელი სახლი და კოშკი



საცხოვრებელი სახლი და კოშკი

მაჩუბი



   ბაჩუბ, მაჩვიბ, ძველი სვანური სახლის ქვედა სართული, ოჯახის ზამთრის საცხოვრებელი. ცენტრში გამართული იყო კერა. კერის მდებარეობა განსაზღვრავდა მაჩუბის გეგმას: კერის წინა მხარე მიმართული იყო შემოსასვლელი კარისაკენ, რომელიც უმთავრესად აღმოსავლეთი კედლის ჩრდილოეთ კუთხეში იყო მოთავსებული. კერის უკანა მხარე იყო საქალებო, წინა — საკაცებო. მტკიცე წესად იყო დადგენილი კერის გარშემო ოჯახის წევრთა დასხდომა სქესისა და ასაკის მიხედვით.
  ზამთრობით ოჯახთან ერთად მაჩუბში, სპეციალურად მოწყობილ გომურში, იმყოფებოდა ბაგურ კვებაზე გადაყვანილი საქონელიც. გომური ადამიანთა სამყოფისაგან გამოყოფილი იყო ხის სქელი ტიხარით, რომელიც მაჩუბს 3 ნაწილად ჰყოფდა (საცხოვრებელი, საქონლის სადგომი და თივის დასაყრელი ბაგა). საქონლის სადგომი გომური მოწყობილი იყო ჩრდილოეთ კედლის გასწვრივ ხარებისათვის და დასავლეთით — ძროხებისათვის. ხშირად გომურის თავზე დაშენებული იყო წვრილფეხა პირუტყვის სადგომი. მაჩუბის აღმოსავლეთ კითხეში მიშენებული იყო ფიცრული მარანი, რომელშიც საარყე ჭურჭელს ინახავდნენ. მაჩუბის ყველა რიხარის ფასადი მოჩუქურთმებული იყო ორიგინალური გეომეტრიული, ზოომორფული, ანთროპომორფული სახეებითა და ფიგურებით.
    გარკვეულ დღეებში ტიხრებზე ხატავდნენ მაგიურ ფიგურებს, რომლებშიც ცხოველთა გამოსახულებები ჭარბობდა. მაჩუბი იყო საოჯახო კულტის ცენტრიც, სადაც დღეობებსა და უქმე დღეებში რელიგიურ წეს-ჩვეულებებსა და ლოცვა-ვედრებას ასრულებდნენ (ქალები კერასთან, მამაკაცები — სარკმელთან). კერა აღმოსავლეთ კედელში გაჭრილ სარკმელთა ერთად საცხოვრებლის წმინდა ადგილად ითვლებოდა.

სვანური კოშკი




სვანური კოშკი — სვანეთში გავრცელებული თავდაცვითი ნაგებობა, ჩვეულებრივ 20-25 მეტრი სიმაღლისა. შედგებოდა 4-5, ან იშვიათად 6 სართულისგან. ქვედა სართული, რომლის კედლები 1,5 მეტრამდე სისქისაა, მეტწილად ყრუა, შესასვლელი მეორე სართულის დონეზეა მოწყობილი. სიმაღლეში კოშკი ვიწროვდება და კედლების სისქეც 0.7 - 0.8 მეტრამდე მცირდება. სართულები შიგნით ერთმანეთთან გადასატანი ხის კიბეებითაა დაკავშირებული. გვირგვინით დასრულებული კოშკის უკანასკნელ სართულზე მოწყობილია საბრძოლო ბაქანი. გადახურულია ორფერდა სახურავით. აღჭურვილია სათოფურებით. სვანურ კოშკს აგებდნენ რიყის ქვითა და ლოდებით, იყენებდნენ ფიქალსაც (უშგული). კოშკებს გარედან ლესავდნენ იშვიათი სიმტკიცის ბათქაშით. სვანური კოშკი ან საცხოვრებელ სახლთანაა დაკავშირებული (მურყვამი ანუ კოშკიანი სახლი), ან ცალკე დგას (ქურდიანების კოშკი, სოფელ ბოგრეშის მიდამოები).
სვანური კოშკები UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენს. გარდა ამისა, დაჯილდოებულია nternational Award Architecture Stone-ზე პრემიით "ხალხური არქიტექტურა".


http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%99%E1%83%98

დღესასწაულები, თავისებურებები



ლამარია



      მარცვლეულის ნაყოფიერების, მეწვეული საქონლისა და ხელსაქმის მფარველი სვანური ქალღვთაება. მისი კულტი აღმოცენდა ძვ. აგრარული ქალღვთაებისა და ქრისტიანული მარიამ ღვთისმობლის კულტის შერწყმის შედეგად. ქრისტიანობის გავლენით ქალღვთაების ძვ. სახელი გაქრა და შესაბამისი ქრისტიანი წმინდანის სახელით შეიცვალა. სვანების წარმოდგენით, ლამარიას ღვთაებათა პანთეონში უკანასკნელი ადგილი ეჭირა. ლამარიას დღეობები ძირითადად ახალი წლისა და ადრესაგაზაფხულო დღესასწაულთა ციკლს ემთხვეოდა. მის სახელობაზე დიასახლისი სპეციალურ კიდობანში ინახავდა საუკეთესო მარცვლის ფქვილს, რომელსაც ლამარიას კულტმსახურების დროს იყენებდნენ. მაგ., ახალი წლის ციკლის ერთ-ერთ დღესასწაულზე, შუშხვამის ღამეს აცხობდნენ საგანგებო, შუაში გახვრეტილ, დისკოსებურ ქიმებიან კვერს, რომელიც ოჯახის წევრთა კეთილდღეობისათვის იყო განკუთვნილი და წლის ბოლომდე კერის თავზე ეკიდა. ლამარიას სახელობისად ითვლებოდა საგაზაფხულო დღეობა ლილაშუნე-თესლობა. ამ დღეს აცხობდნენ ხარისა და სახვნელის გამოსახულების კვერებს, აწყობდნენ ტაბლაზე ან სპეციალურ მრგვალ კვერზე, ე. წ. კალოზე, და ლამარიას წირავდნენ.

  


  ლიფანალი




  ახალი წლის ციკლის დღესასწაული სვანეთში. იმართებოდა მიცვალებულთა სულების პატივსაცემად. ლიფანალი იწყებოდა 5 იანვარს და გრძელდებოდა რამდენიმე დღეს. მორწმუნეთა წარმოდგენით მიცვალებულთა სულები თავიანთ ოჯახებს უბრუნდებოდნენ და მათ „გასამასპინძებლად“ საწესო სუფრას იხდიდნენ. სუფრაზე ყველაფერი იყო გათვალისწინებული სხვადასხვა ასაკის მიცვალებულისათვის. მათი გულის მოსაგებად სვანები ართობდნენ მუსიკით, ალამაზებდნენ სახლსა და კარ-მიდამოს. ლიფანალის დღეებში სპეციალური წმინდა ფქვილისა და ნაცრის ხსნარით სახლის კარებზე, კედლებზე, საქონლის სადგომის ტიხარზე, კიდობნებზე და ა. შ. თითით გამოჰყავდათ ადამიანთა, შინაურ ცხოველთა და ფრინველთა თუ სასარგებლო ნადირის სილუეტური თუ ხაზოვანი გამოსახულებანი და ასტრალურ-კოსმოგონიური ნიშნები. ამ მხატვრობის სტილი, ტექნიკა, თემატიკა თუ გამოყენებული მასალა პრიმიტიულია. ლიფანალის დღეების დასრულებისას მიცვალებულთა სულებს დიდი პატივისცემით გააცილებდნენ ხოლმე და თან ჯანმრთელობას, საქონლის გამრავლებასა და მოსავლის სიუხვეს ევედრებოდნენ.



ლიფანალის რიტუალები არქაულ წარმოდგენას ემყარება, რომელთა თანახმად მიცვალებულებს შეეძლოთ ცოცხალთა ცხოვრებაზე სასიკეთო გავლენის მოხდენა და ღვთაებათა წინაშე შუამდგომლობა. იგი ასევე უკავშირდება შეხედულებებს, ბუნების ძალთა აღორძინების შესახებ და ამიტომ მოექცა ახალი წლის დღესასწაულთა ციკლში, რომლის წარმმართველი იდეა სწორედ მზის მობრუნება და ნაყოფის მიმნიჭებელ ძალთა განახლება იყო. მსგავსი დღესასწაულები წლის სხვადასხვა დროს საქართველოს მრავალ კუთხეშია დამოწმებული (სულთაკრეფა, სუნთობა და სხვა).



ანალოგიური წარმოდგენები გავრცელებული ყოფილა ძველი მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებში, კერძოდ ვედების დროიდან ინდოელებში, ბერძნებში, რომაელებში.


მურყვამობა 

  (სვან. ლიმურყუამალ-კოშკობა), ღვთაება კვირიასადმი მიძღვნილი ადრესაგაზაფხულო დღესასწაულთა ციკლში შემავალი ერთ-ერთი საწესო ქმედება. სრულდებოდა დიდმარხვის პირველ დღეს, ე. წ. შავ ორშაბათს, ქვემო სვანეთში. სოფლების ჟახუნდრისა და სასაშის მოსახლეობა მზის ამოსვლის წინ კვირიას საგალობლის შესრულების შემდეგ მიადგებოდა წინასწარ აგებულ თოვლის კოშკს და ცდილობდა თავის მხარეს გადაძლევას და წაქცევას, რადგან ხალხის რწმენით, საითაც კოშკი წაიქცეოდა, იმ მხარეს მთელი წლის მანძილზე საჭირო ატმოსფერული ნალექი მოვიდოდა და უცვი მოსავალი იქნებოდა. ასევე სწამდათ, რომ ვინც თოვლის კოშკს საფუძველს ჩაუყრიდა ან თავზე ჯვარს დაადგამდა, უსათუოდ ვაჟი შეეძინებოდა. თუ თოვლი არ იყო, მაშინ თოვლის კოშკს ნაძვის ხით ცვლიდნენ. ზემო სვანეთში მურყვამობა იმართებოდა ყველიერის აღებისას (სვან. „აღბალაღრალ“ — აღების თამაშობები).



მსგავსი დღესასწაულები ბარშიც ყოფილა გავრცელებული (ნაციხურიბა — რაჭაში, ჭვენიერობა — სამეგრელოში). სვანური მურყვამობა უნდა უკავშირდებოდეს მთელ საქართველოში გავრცელებულ წარმოდგენებს ნაყოფიერების საკულტო ხის შესახებ და კოსმოგონიურ სიმბოლოს — ცხოვრების ხეს. მასში შესულია ყველიერის ადრესაგაზაფხულო კარნავალური სანახაობის ელემენტები, რომლებიც ბუნების ხელახალი აღორძინების შესაგებებლად იმართებოდა.





ონიანი ჯ., სვანური მურყვამობა-კვირიაობა, «მაცნე», 1969, № 3; 

ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 1, თბ., 1979; 

Бардавелидзе В. В., Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племен, Тб., 1957; 
სურგულაძე ირ., ქსე, ტ. 7, გვ. 202, თბ., 1984 


http://mshwan1.livejournal.com/20828.html

სვანური სამზარეულო



სვანური სამზარეულო



     ქართული სამზარეულო საყოველთაოდაა აღიარებული და დიდი ხანია გაცდანაციონალურ ჩარჩოებსფართოდაა გავრცელებული ჩახოხბილიტაბაკახარჩოხაჭაპური,ხინკალი და სხვა.


ქართული სამზარეულო მნიშვნელოვნადაა გამდიდრებული სვანური კერძებითმათ შორისაღსანიშნავიასულგუნი (ძროხის ყველი), კაარზ - გადაზელილი (რძეში მოხარშულიყველიპიტნითხაჭაპური - პურის ცომში გამომცხვარი ყველიმჭადის ფქვილში (ჭიშდვარიანფეტვის ფქვილში (ჭკუტშეზელილი ყველის კვერიკუბდარი - პურის ცომში ჩაშუშულიწვრილად დაკეპილი ხორციშამ - სიმინდის ბურღულის ფაფა შიგ ჩალაგებული სულგუნისნაჭრებითთაშმიჯაბ - ყველის და კარტოფილის შეზელილი პიურეჭადი - სიმინდის კვერიდა სხვამეტად გავრცელებული ფხალეულის (მინდვრის ფხალიჭინჭარინაცარქათამა დასხვაღვეზელებირომელიც ხაჭაპურის მსგავსად პურის ცომში ცხვებაგანსაკუთრებულმნიშვნელობას ანიჭებენ სვანები ნივრითა და წიწაკით შეკმაზულ ქერის ნახარშს (ლუცფექ)და ქერის ფქვილით შეზავებულ ჭინჭრის წვნიანს (ხარშილ). ამ კერძებს სამკურნალოდაციყენებენგადმოცემის თანახმადვინც ამ ნახარშს ათჯერ შეჭამსიმ წელიწადს ავად არგახდება.
თითქმის ყველა კერძი შეზავებულია სვანური მარილითრომელიც წარმოადგენს სუფრისმარილისწიწაკისა და მრავალრიცხოვანი სურნელოვანი მცენარეების დანაყილ ნარევს.სვანური მარილით დამზადებული კერძები გამოირჩევიან ზომიერი სიცხარითა დაგანსაკუთრებული სურნელებითსვანურ მარილს ცალკეც მიირთმევენ.
სვანეთში კერძებს ადგილობრივი ნატურალური პროდუქტებისაგან ამზადებენრის გამოცისინი არომატულობითა და უმაღლესი ეკოლოგიურობით გამოირჩევიან
სვანეთში ვაზი არ ხარობსამიტომ ღვინოს ბარიდან ეზიდებიანსასმელად უმეტესადიყენებენ ადგილობრივი ხილისაგან გამოხდილ არაყსპოპულარულია თაფლისა და ანწლისარაყიცსვანური სუფრის აუცილებელი ატრიბუტია მინერალური წყალირომლის წყაროებისვანეთში მრავლად მოიპოვება.

მცენარეული და ცხოველური საფარი


           


      სვანეთი ზონალურად 800-900 მეტრიდან 5000მეტრამდე ვრცელდება. აქ ჩამოყა-ლიბებულია ჰავის რამოდენიმე ტიპი: ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო,ცივი ზამთრითა და გრილი ზაფხულით, და მაღალმთის ნოტიო, მუდმივი თოვლისა და მყინ-ვარული საფარის. მესტიისა და ლებარდეს მეტეოსადგურების მონაცემებით, იანვარში ტემპერატურა -6-4 , ხოლო ივლისში 14-15 გრადუსია ცელსიუსით. რაც შეეხება ნალექებს საშუალო წლიურია 1500-2000მმ.
     საქართველოში გავრცელებული 11 ლანდშაფტიდან სვანეთში ვხვდებით შემდეგს: კოლხეთის მთის ტყის, კავკასიის საშუალო მუქწიწვოვანი ტყის,მაღალი მთის სუბალპური და ალპური და ბოლოს ნივალურ-გლაციალური.  აგროკლიმატური დარაიონების მიხედვით, სვანეთში ვრცელდება ზომიერად თბილი და და გრილი სარტყელი. ამიტომაც აქ ძირითადად მოჰყავთ საადრეო ვაზი, მარცვლოვანები, პარკოსნები, ხილ-კენკროვანები, კარტოფილი და კომბოსტო.დიდ ფართობზეა გაშლილი საძოვრები. წიწვოვანი ტყეები 800-900 მეტრიდან გვხვდება, ხოლო სუბ-ალპური სარტყელი 3200მეტრამდე ვრცელდება. აქ ძიირითადად გვხვდება ფართოფოთლოვანი ტყეები, რომელთა შემადგენლობაშია : ქართული მუხა, კავკასიური რცხილა, ცაცხვი, მთის ნეკერჩხალი ეს ენდემური სახეობებია.
              
                 

 ცხოველებიდან კი აღსანიშნავია :
·         ძუძუმწოვრები: ჯიხვი, ნიამორი, არჩვი, პრომეთეს მემინდვრია, კავკასიური ბიგა, შველი, გარეული ღორი, ფოცხვერი, მგელი, მურა დათვი, ციყვი, მაჩვი, წავი, კვერნა, დედოფალა ა.შ

                      

·         ფრინველები:  შურთხი, როჭო, მთის ტოროლა, სტვენია, მთის არწივი, ორბი, ბატკანძერა, როჭო, ხოხობი, მიმინო და ა. შ.



  ·         ქვეწარმავლები და თევზები: ჯოჯო, გველხოკერა, ანკარა. კალმახი, ლოქო, შამაია.
  




  ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი სვანეთის ფლორისა და ფაუნის. ის რეალობაში გაცილებით მრავალფეროვანი და საინტერესოა. 









    



გეოგრაფიული მდებარეობა




      

    სვანეთი რეგიონალურად გაერთიანებულია სამეგრელოსთან და უჭირავს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, საერთო ფართობია 7441 კმ2, ხოლო მოსახლეობა 466 ათასი ადამიანი.კერძოდ სვანეთი მდებარეობს ენგურისა და ცხენისწყლის ხეობებში. ადრეულ საუკუნეებში იგი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო. სვანეთის ქედი სვანეთს ორ ნაწილად - ზემო და ქვემო სვანეთად ჰყოფს. ზემო სვანეთი ენგურის ხეობაში მდებარეობს და მისი სოფლები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული.     




ჰავა/კლიმატი







ზემო სვანეთში ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლემდე ნოტიო ჰავაა, ზამთარი ცივია და გრძელი, ხოლო ზაფხული ხანმოკლე, თბილი და ზოგჯერ ცხელიც. საშუალო წლიური ტემპერატურა 5,7ჩ, იანვარში -6,4ჩ, ივლისში 16,4ჩ. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი -25ჩ, აბსოლუტური მაქსიმუმი +35ჩ. წელიწადში 1035 მმ ნალექი აღინიშნება. ზემო სვანეთის ყველაზე მაღალ ადგილებში, ნამდვილ ზაფხულს მოკლებული ნოტიო და ნივალური ჰავაა.


Thursday, November 15, 2012

სვანეთის შესახებ


 
      სვანეთი არამარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში ერთერთი ულამა-ზესი მხარეა. ძველებური სოფლები, მუდმივი თოვლით დაფარული მწვერვალები, აზალის საძოვრები, შუა საუკუნეების კოშკები და ტაძრები, ყოველივე ეს არა მხოლოდ საჩუქარია ლაშქრობის მოყვარულთათვის,არამედ მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლ-საც წარმოადგენს. ამიტომ ცუდი არ იქნება, თუ ჩემი blogi -  მცირე ინფორმაციას გავავრცელებ სვანეთის შესახებ.