სვანური სამზარეულო
ქართული სამზარეულო მნიშვნელოვნადაა გამდიდრებული სვანური კერძებით. მათ შორისაღსანიშნავია: სულგუნი (ძროხის ყველი), კაარზ - გადაზელილი (რძეში მოხარშული) ყველიპიტნით, ხაჭაპური - პურის ცომში გამომცხვარი ყველი, მჭადის ფქვილში (ჭიშდვარი) ანფეტვის ფქვილში (ჭკუტ) შეზელილი ყველის კვერი, კუბდარი - პურის ცომში ჩაშუშულიწვრილად დაკეპილი ხორცი, შამ - სიმინდის ბურღულის ფაფა შიგ ჩალაგებული სულგუნისნაჭრებით, თაშმიჯაბ - ყველის და კარტოფილის შეზელილი პიურე, ჭადი - სიმინდის კვერიდა სხვა. მეტად გავრცელებული ფხალეულის (მინდვრის ფხალი, ჭინჭარი, ნაცარქათამა დასხვა) ღვეზელები, რომელიც ხაჭაპურის მსგავსად პურის ცომში ცხვება. განსაკუთრებულმნიშვნელობას ანიჭებენ სვანები ნივრითა და წიწაკით შეკმაზულ ქერის ნახარშს (ლუცფექ)და ქერის ფქვილით შეზავებულ ჭინჭრის წვნიანს (ხარშილ). ამ კერძებს სამკურნალოდაციყენებენ. გადმოცემის თანახმად, ვინც ამ ნახარშს ათჯერ შეჭამს, იმ წელიწადს ავად არგახდება.
თითქმის ყველა კერძი შეზავებულია სვანური მარილით, რომელიც წარმოადგენს სუფრისმარილის, წიწაკისა და მრავალრიცხოვანი სურნელოვანი მცენარეების დანაყილ ნარევს.სვანური მარილით დამზადებული კერძები გამოირჩევიან ზომიერი სიცხარითა დაგანსაკუთრებული სურნელებით. სვანურ მარილს ცალკეც მიირთმევენ.
სვანეთში კერძებს ადგილობრივი ნატურალური პროდუქტებისაგან ამზადებენ, რის გამოცისინი არომატულობითა და უმაღლესი ეკოლოგიურობით გამოირჩევიან
სვანეთში ვაზი არ ხარობს, ამიტომ ღვინოს ბარიდან ეზიდებიან. სასმელად უმეტესადიყენებენ ადგილობრივი ხილისაგან გამოხდილ არაყს. პოპულარულია თაფლისა და ანწლისარაყიც. სვანური სუფრის აუცილებელი ატრიბუტია მინერალური წყალი, რომლის წყაროებისვანეთში მრავლად მოიპოვება.
No comments:
Post a Comment