სვანეთი ზონალურად 800-900 მეტრიდან 5000მეტრამდე
ვრცელდება. აქ ჩამოყა-ლიბებულია ჰავის რამოდენიმე ტიპი: ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად
ნოტიო,ცივი ზამთრითა და გრილი ზაფხულით, და მაღალმთის ნოტიო, მუდმივი თოვლისა და მყინ-ვარული
საფარის. მესტიისა და ლებარდეს მეტეოსადგურების მონაცემებით, იანვარში ტემპერატურა
-6-4 , ხოლო ივლისში 14-15 გრადუსია ცელსიუსით. რაც შეეხება ნალექებს საშუალო წლიურია
1500-2000მმ.
საქართველოში გავრცელებული 11 ლანდშაფტიდან სვანეთში
ვხვდებით შემდეგს: კოლხეთის მთის ტყის, კავკასიის საშუალო მუქწიწვოვანი ტყის,მაღალი
მთის სუბალპური და ალპური და ბოლოს ნივალურ-გლაციალური. აგროკლიმატური დარაიონების მიხედვით, სვანეთში ვრცელდება
ზომიერად თბილი და და გრილი სარტყელი. ამიტომაც აქ ძირითადად მოჰყავთ საადრეო ვაზი,
მარცვლოვანები, პარკოსნები, ხილ-კენკროვანები, კარტოფილი და კომბოსტო.დიდ ფართობზეა
გაშლილი საძოვრები. წიწვოვანი ტყეები 800-900 მეტრიდან გვხვდება, ხოლო სუბ-ალპური სარტყელი
3200მეტრამდე ვრცელდება. აქ ძიირითადად გვხვდება ფართოფოთლოვანი ტყეები, რომელთა შემადგენლობაშია
: ქართული მუხა, კავკასიური რცხილა, ცაცხვი, მთის ნეკერჩხალი ეს ენდემური სახეობებია.
ცხოველებიდან კი აღსანიშნავია :
·
ძუძუმწოვრები:
ჯიხვი, ნიამორი, არჩვი, პრომეთეს მემინდვრია, კავკასიური ბიგა, შველი, გარეული ღორი,
ფოცხვერი, მგელი, მურა დათვი, ციყვი, მაჩვი, წავი, კვერნა, დედოფალა ა.შ
·
ფრინველები: შურთხი, როჭო, მთის ტოროლა, სტვენია, მთის არწივი,
ორბი, ბატკანძერა, როჭო, ხოხობი, მიმინო და ა. შ.
·
ქვეწარმავლები და თევზები: ჯოჯო, გველხოკერა, ანკარა.
კალმახი, ლოქო, შამაია.
ეს არის
ძალიან მცირე ჩამონათვალი სვანეთის ფლორისა და ფაუნის. ის რეალობაში გაცილებით მრავალფეროვანი
და საინტერესოა.
No comments:
Post a Comment